საწყისი

რესტორანი "ბერლინი"

მოგესალმებათ რესტორანი ბერლინი და გიწვევთ გერმანული და ევროპული სამზარეულოს მრავალფეროვან სამყაროში. გურმანი ხართ თუ არა ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ჩვენთან ყველანაირი გემოვნების ხალხი იპოვის მისთვის სასიამოვნო და გემრიელ საჭმელს და სასმელს. აგრეთვე თქვენ მოიხიბლებით ძველევროპული, ტრადიციული გარემოთი.
 
მობრძანდით ჩვენთან
ავტორი Web Master   
Saturday, 12 June 2004

gerbi

რესტორან ბერლინში თქვენ დროს გაატარებთ სწორედ ისე როგორც ეს თქვენთვის იქნება მისაღები. განიტვირთებით ყოველდღიური საქმიანი თუ საზოგადოებრივი დაძაბულობისაგან. აქ თქვენ მოგემსახურებიან სასიამოვნო გარეგნობის, გულისხმიერი გოგონები. საჭმელებს ამზადებენ საერთაშორისო კატეგორიის მზარეულები, რომლებსაც გამოცდილება მიღებული აქვთ გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში. სასმელიც განსაკუთრებული გვაქვს, ღვინო – პირდაპირ კახეთის ღვინის მარნიდან, ჩამოსასხმელი ლუდი პირდაპირ ბავარიიდან, არყები რუსეთის და უკრაინის წამყვანი სპირტისა და არყის ქარხნებიდან. ვისკი – ნამდვილი, შოტლანდიური.

 ბოლოს კი ხაზი უნდა გავუსვათ, რომ მენიუ არის ნაღდი გერმანული, ტრადიციული, რომელიც გამოირჩევა სხვა ევროპული სამზარეულოებისაგან თავისი მრავალფეროვნებით და გემოვნური თვისებებით. ასე, რომ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ – მობრძანდით, დააგემოვნეთ, ისიამოვნეთ და გაატარეთ დრო. გვერწმუნეთ უაღრესად კმაყოფილი დარჩებით.

ბოლო განახლება ( Thursday, 26 March 2009 )
 

რეიტინგი

რესტორნის მენიუ
 

Who's Online

ჩვენ ხაზზე გვყავს 1 სტუმარი
© 2012 რესტორანი "ბერლინი"
Joomla! is Free Software released under the GNU/GPL License.
Design by: HyperNET Studio